Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ფონდმა „საქართველოს ამერიკელი მეგობრები“ საქველმოქმედო გალა გამართა

BM.GE
03.04.23 12:09
102
საქველმოქმედო ფონდმა “საქართველოს ამერიკელი მეგობრები” სამ წლიანი პაუზის შემდეგ პირველ აპრილს საქველმოქმედო გალა საღამო გამართა. ორგანიზაცია 1994 წლიდან ჰუმანიტარულ, საგანმანათლებლო, სოციალურ და გარემოსდაცვით პროექტებს ახორციელებს და მაღალი რისკის ქვეშ მყოფ ჯგუფებს ეხმარება. ამასთან ერთად, ფონდი ქართული კულტურის პროპაგანდას საზღვარგარეთ და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებასაც მხარს უჭერს.