Home
Category
TV Live Menu
Loading data...

Forbes 30/30-ის 2021 წლის გამარჯვებული - ანა ყიფიანი

BM.GE
27.09.22 10:47
189
"Forbes Georgia-ს მიერ საქართველოში წამოწყებული 30 UNDER 30 პლატფორმა საუკეთესო ასპარეზია, მათში მონაწილე ახალგაზრდებისთვის მიიღონ ცხოვრებაში პირველი აღიარება მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი ბიზნეს გამოცემისგან. ეს აღიარება და 30 წლამდელთა სიაში დასახელება სრულიად ახალი შესაძლებლობების დასაწყისია. ფორბსის და BMG-ის მედია პლატფორმების ხელშეწყობით UNDER 30 სიის წევრებს გაიცნობენ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფები, რაც სამომავლოდ მათ საშუალებას მისცემს დაამყარონ ახალი საქმიანი კონტაქტები და ურთიერთობები. სწორედ UNDER 30 რუბრიკის ახალ სეზონს BMG-ს ეთერში ვიწყებთ კულტურა და სტილის კატეგორიაში გამარჯვებული, ნიჭიერი და გამორჩეული 30-წლამდელი ქართველი პიანისტით ანა ყიფიანით. 

ანამ ლონდონის მუსიკის სამეფო კოლეჯსა და პარიზის ალფრედ კორტოს სახელობის მუსიკალურ კოლეჯში სრული სასწავლო გრანტი მოიგო და რაც მთავარია წარჩინებულად დაასრულა სწავლა. ის კლასიკური მუსიკის სფეროში, ფრანგული სააგენტოს “Anteprima Production”-ის ერთადერთი ქართველი არტისტი იყო. 

სტუმრები: ლიზა ხაბაზაშვილი -"კონსიერჟ თბილისის" მმართველი პარტნიორი;
ანა ყიფიანი - პიანისტი, 2021 წლის
#Forbes#30Under30-ის გამარჯვებულია კატეგორიაში - კულტურა და სტილი;