Home
Category
TV Live Menu
Loading data...

#Forbes #30under30 - „პატარა გალერეას“ დიდი გეგმები - გვანცა ჯიშკარიანი საქმიან დილაში

BM.GE
13.10.20 11:15
712
“პატარა გალერეა” - მიწისქვეშა გადასასვლელში არსებული ერთი ჩვეულებრივი მაღაზიაა, რომელიც ხელოვნების ახალი ფორმების აღმოსაჩენ სივრცედ იქცა და ყველა დამკვიდრებულ ჩარჩოსა თუ სტერეოტიპს არღვევს. გალერეა თავიდან რესპუბლიკის მოედნის მიწისქვეშაში მდებარეობდა, ახლა კი, ვაკის პარკის მიწისქვეშაშია და მასპინძლობს ახალგაზრდა ხელოვანებს – ხშირად მათ პირველ შოუებს. ადამიანებს რისკის, შეცდომის დაშვებისა და აღმოჩენების გაკეთების შესაძლებლობას აძლებს. მან, ფაქტობრივად ჩამოხსნა ხელოვნებას ელიტარულობა და უარყო ხელოვნების როლი, როგორც მხოლოდ მაღალი წრის წარმომადგენელთა გასართობი და ცხოვრების გალამაზების სახე. ეს არის საჯარო ადგილი, სადაც ცდილობენ, რომ ნელი ნაბიჯებით, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანონ გამვლელთა ესტეტიკურ ღირებულებებში.

სტუმარი: გვანცა ჯიშკარიანი - Patara Gallery, თანადამფუძნებელი