Home
Category
TV Live Menu
Loading data...

#FORBES #30UNDER30 - ყველაზე ახალგაზრდა ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი ევროპაში

BM.GE
15.12.20 12:14
458
2016 წელი იყო, როდესაც კავკასიის ბიზნესის სკოლის პროფესორმა, ერეკლე პირველმა Fulbright-ის მიწვეული მეცნიერის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა და ამ გრანტის ფარგლებში ის პირველი გაემგზავრა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში, სადაც კვლევით სამუშაოებში იყო ჩართული. პარალელურად კი, ქართველი ახალგაზრდა მეცნიერის კვლევითი პოტენციალით მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის სრული პროფესორი დაინტერესდა. კვლევითი ინტერესების გაზიარების შედეგად კი, ის მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის სლოუნის მენეჯმენტის სკოლაში მიიწვია. ასე რომ, 24 წლის ასაკში ერეკლე პირველი დასახელდა ერთ-ერთ ყველაზე ახალგაზრდა ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორად ევროპაში და გახლავთ Fulbright-ის მიწვეული მეცნიერის გრანტის ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა ქართველი გამარჯვებული. ხოლო 2014 წელს სინგაპურში მსოფლიოს ბიზნესის ინსტიტუტის მიერ გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე, მან მოიპოვა საუკეთესო სტატიის ავტორის ჯილდო. დღეს ერეკლე კავკასიის ბიზნესის სკოლის ფინანსებისა და ბუღალტერიის მიმართულების ასოცირებული პროფესორი და უფროსი მკვლევარია, ჩართულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პროექტებში ადგილობრივი ფინანსური ექსპერტის როლში და წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბუღალტერიის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიწვეულ კონსულტანტს. ამ ყველაფრის პარალელურად ის Forbes 30 წლამდელთა სიის წევრია.

სტუმარი: ერეკლე პირველი - კავკასიის უნივერსიტეტი, პროფესორი