03.Oct .2022 01:34

Forbes Georgia 30Under30 - მარიამ ცანავა, UPWAY მმართველი პარტნიორი

Back

გადაცემის ამ ბლოკში მინდა რამდენიმე აწ უკვე წარმატებულ ახალგაზრდაზე და დამწყებ ბიზნესმენებზე მოგიყვეთ,

მათი ნაწილი, თავის დროზე 30 წლამდელთა სიით გამოირჩა, რომელსაც ფორბსი ელიტრაულ სიას უწოდებს და უფასებს ამ ახალგზრდებს სრულიად გამორჩეულ, ზოგიერთ შემთხვევაში უნიკალურ უნარებსაც კი. წელს, Forbes Georgia-მ უკვე მეოთხედ გამოავლინა პროექტ 30 Under 30-ის გამარჯვებული ქართველი ახალგაზრდები, რომლებიც თავიანთი გაბედულებით, ძალისხმევითა და ენთუზიაზმით აღწევენ წარმატებას და ქმნიან ჩვენი ქვეყნის მომავალს და არ ეპუებიან ამბიციას, რომ უკეთესობისკენ სურთ შეცვალონ მსოფლიო და გარემო. 30 UNDER 30 სწორედ ამ სულისკვეთების მხარდასაჭერად არსებობს და მიზნად ისახავს იმ ახალგაზრდების აღმოჩენას და შემდგომ წარმოჩენას, რომლებმაც წარმატებას 30 წლამდე ასაკში მიაღწიეს. წელს ფორბის 30 წლამდელები თიბისის და გალფის მხარდაჭერით ჩატარდა.

ჩვენი პროექტის გამარჯვებულების თქვენთვის გაცნობას ვიდეოსიუჟეტების და ისტორიების სახით ფორბს კვირაში მარიამ ცანავათი ვიწყებთ, სტარტაპერი და მარკეტერი, რომელმაც პანდემიის პერიოდში 2 მეგობართან ერთად სტარტაპი upway დააარსა. სტარტაპის და მისი დამფუძნებელების წარმატებების შესახებ კიდევ ბევრს გაიგებთ, მანამდე კი ვნახოთ ეს ვიდეო ისტორია.