Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"წელს მეტი რეინვესტირებული თანხა იქნება, ვიდრე მომდევნო წლებში"

5a12944b2452f
სალომე მეცხვარიშვილი
21.11.17 11:00
761
BDO-ს მმართველი პარტნიორი საქართველოში ზურაბ ლალაზაშვილი ფიქრობს, რომ მოგების გადასახადის რეფორმის ფარგლებში მიმდინარე წელს რეინვესტირებული თანხები მეტი იქნება, ვიდრე მომდევნო წლებში.

"პირველ წლებში იქნება მეტი ამის ეფექტი, რეინვესტირება მეტი იქნება. ჯერ არ აქვთ სრული ინფორმაცია, რა და როგორ იქნება, შესაბამისად, მეტ რეინვესტიციას განახორციელებენ",- ამბობს ლალაზაშვილი.

რაც შეეხება ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის დაპირებას, რომ არცერთი რეფორმა მცირე და საშუალო ბიზნესთან კონსულტაციების გარეშე არ გატარდება, ეს ლალაზაშვილს რთულად შესასრულებლად ევლინება.

"მცირე და საშუალო ბიზნესი მრავალრიცხოვანია და რთულია მათთან კომუნიკაციების არხების განსაზღვრა. მათ აქვთ ასოციაცია, მაგრამ შეუძლებელია ყველას მიაწვდინო ხმა, როდესაც ელაპარაკები მხოლოდ ასოციაციას და გააგებინო იმ ენით, როგორიც თვითონ ესმით",- აცხადებს ზურაბ ლალაზაშვილი.