Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

Forbes: კომპანიების მხოლოდ 4% ითხოვს თანამშრომლების ოფისში დაბრუნებას

BM.GE
11.05.22 08:25
240
ადამიანური კაპიტალის ახალი გამოკითხვის თანახმად, თანამშრომლებისა და კომპანიის პროდუქტიულობა დისტანციური მუშაობის გზით იზრდება და კომპანიების მხოლოდ 4%-ი ითხოვს თანამშრომლების ოფისში, სრული განაკვეთით დაბრუნებას. ასეთ კომპანიებს თანამშრომლები ეტაპობრივად ტოვებენ, შესაბამისად ალტერნატიულ სექტორებსა თუ კომპანიებში მიდიან, სადაც მათზე მორგებული სამუშაო პირობებია შეთავაზებული. რაც შეეხება კონკრეტულად კომპანიებს, მაგალითად, Airbnb, თავის თანამშრომლებს ნებას რთავს, ნებისმიერი ადგილიდან იმუშაონ იმდენი ხნით, რამდენსაც მოისურვებე. ხოლო გუგლის თანამშრომლები, რომლებიც სახლიდან მუშაობენ, უფრო ნაკლები ანაზღაურებას იღებენ. როგორია ახალი კვლევის შედეგები და უბრუნდებიან თუ არა თანამშრომლები ოფისებს?