Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"სკოლამდე მისასვლელი გზა ჩაქვში"

59e604791c01e
BM.GE
17.10.17 17:22
790
"ყოველდღიურად, წვიმაში თუ დარში, სკოლის მოსწავლეებს ამ ხიდით უწევთ სარგებლობა, ეს მათთვის სკოლამდე მისასვლელი ერთადერთი გზაა“, - აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში მომხმარებელი წერს, რომელსაც ფეისბუქ გვერდი „ბათუმი“ ავრცელებს. ფოტო ჩაქვში, კერძოდ კი ჩაისუბანშია გადაღებული.

აჭარის მთავრობაში „საქმის კურსს“ განუცხადეს, რომ აღნიშნული სოფლის მოსახლეობას სკოლამდე მისასვლელად სრულყოფილი ხიდიც აქვს, თუმცა ფოტოზე არსებული ხიდი ადგილობრივმა მოსახლეობამ თავად დაამონტაჟა, რადგან სკოლამდე მისასვლელი გზა შეემცირებინა.

აჭარის მთავრობაში ამბობენ, რომ ხიდს იქით 3 ოჯახი ცხოვრობს. მათივე ინფორმაციით, 2018 წელს ადგილზე ადგილობრივი თვითმართველობა ხიდის აშენებას გეგმავს, რისთვისაც თანხები უკვე გათვალისწინებულია.

ფოტო: Tamuna jincharadze