Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"მნიშვნელოვანია, რომ ე.წ. შუალედური დერეფანი შედგეს"

5a1d65d4c3d54
BM.GE
28.11.17 17:32
763
საქართველოს პირველი ვიცე პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე სიტყვით გამოვიდა. კერძოდ, მან მონაწილეობა მიიღო პანელში „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა“ და მის მონაწილეებს ამ მიმართულებით საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო.

როგროც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ე.წ. შუალედური დერეფანი შედგეს, რომელიც იქნება ბევრად უფრო მომხიბლავი და ღირებული ყველა მონაწილისათვის, რომელიც ჩართულია სარტყლისა და გზის ინიციატივაში.

„როდესაც საქართველო ამ ინიციატივაში ჩაერთო, მისი მთავარი პრინციპი, ზოგადად რაც არის სარტყლისა და გზის ინიციატივის პრინციპი, იქნა ჩვენს მიერ გაზიარებული. ანუ, კერძოდ, უპირველეს ყოვლისა, უნდა ითვალისწინებდეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. რა თქმა უნდა ეს არის ის ფილოსოფია, ის იდეა, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ატარებს. სარტყლისა და გზის ინიციატივის ქვეყნები არ არიან ერთმანეთთან დაპირისპირებული ქვეყნები, ისინი არ არიან კონკურენტები, ისინი ერთმანეთს ავსებენ. ჩვენ გვჭირდება ენერგიის დაგროვება, იმისთვის რომ გავიზარდოთ, განვვითარდეთ, ეს არის ის მთავარი პრინციპი, რომელზეც აბრეშუმის გზის ფილოსოფიაა აგებული“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.