Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

#Forbes30under30 - რას წარმოადგენს Caru.ge?

BM.GE
20.07.21 13:17
653
მანქანა შეიძლება გააკეთო 100 ლარად და შეიძლება გააკეთო 50 ლარადაც და ეს 50 ლარად გაკეთებული აუცილებლად აჯობებს 100 ლარად გაკეთებულს, უბრალოდ, ამას უნდა ცოდნა. ანუ სპეციფიკური ცოდნა მანქანის მოვლას, დაახლოებით, 50%-ით აიაფებს ხოლმე .მძღოლებმა ასეთი დეტალები არ იციან, ამის ცოდნა არც არის მათი საჭიროება, რადგან სწორედ ამისთვის არსებობს, caru.ge. გაიხსენეთ, რამდენჯერ ყოფილა, რომ თქვენს ავტომობილს პრობლემები ჰქონია და არ გცოდნიათ სად უნდა წაგეყვანათ. შემოგივლიათ ელიავას ბაზრობა ქაღალდით ხელში, რომელზე ჩამოწერილი 4 ნაწილიდან 3 არც კი იცოდით, რა იყო. მიგიყვანიათ ავტომობილი ხელოსანთან და იმდენი გადაგიხდიათ, რომ თავი მოტყუებულად გიგრძვნიათ? ან თუნდაც, დროის არ ქონის გამო, გასაკეთებელი და გასარეცხი ავტომობილით გივლიათ? – სწორედ ასეთი პრობლემების თავიდან ასარიდებლად სამი წლის წინ ბაზრაზე გამოჩნდა ავტომობილის მოვლის სერვისი, რომლის შემქმნელმა, ნიკა აბაშიძემ, როგორც ეს სერვისი ასევე ავტომობილების ტესტ დრაივი სულ სხვა საფეხურზე გადაიყვანა საქართველოში.

რა გეგმა აქვს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კომპანიას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ?

სტუმარი: ნიკა აბაშიძე - ავტოექსპერტის გამოსაძახებელი პლატფორმის “ქარუს” დამფუძნებელი და მმართველი დირექტორი;