Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

#Forbes30under30: ქართული არქიტექტურისა და დიზაინის სტუდია მსოფლიო ყურადღების ცენტრში

BM.GE
14.09.21 13:45
330
NS STUDIO - ეს არქიტექტურისა და დიზაინის სტუდიაა, რომელიც 2013 წელს ნინი ჭანტურიამ და ლუკა ჩაგანავამ დაარსეს. მათი მიზანია არქიტექტურისა და დიზაინის სფეროში ხარისხიანი, საინტერესო და განსხვავებული ნამუშევრების შექმნა. როგორც თავად აღნიშნავენ, მათთვის მნიშვნელოვანია ამ სფეროში საკუთარი ხასიათის შექმნა, თითოეული ნამუშევრით სწორი კონტექსტის, შინაარსის, აუცილებელი ფუნქციონალურობისა და ინდივიდუალიზმის გამოხატვა. სტუდია დაკომპლექტებულია ყველა მომიჯნავე სპეციალობის მქონე პროფესიონალი კადრით, რომელთა ჩართულობითაც ქმნიან არქიტექტურულ და დიზაინის პროექტებს, მათი აზრით, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა სასურველი ჩანაფიქრის ფურცლიდან რეალობამდე განხორციელებისთვის. გარდა ამისა, მათი ნამუშევრები დიდი ხანია გაცდა საქართველოს საზღვრებს და ისინი მსოფლიო ყურადღების ცენტრში არიან მოქცეულნი. როგორ და როდის დაიწყო NS STUDIO-ის ისტორია და რა ეტაპზე არიან დღეს?

სტუმრები: ლუკა ჩაგანავა - NS STUDIO, არქიტექტურისა და დიზაინის სტუდია - დამფუძნებელი;
ნინი ჭანტურია - NS STUDIO, არქიტექტურისა და დიზაინის სტუდია - დამფუძნებელი.