Home
Category
TV Live Menu
Loading data...

#Forbes30UNDER30: სფეისური ოდისეა და ნათია სვანიძე

BM.GE
21.09.21 13:51
257
სფეისის თავდაპირველი გუნდი 2018 წელს, 5 ადამიანისგან შედგებოდა, ორ წელიწადში თანამშრომლების რაოდენობა 100-ს გადასცდა. გაინტერესებთ ალბათ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყნის ყველაზე ტექნოლოგიურ ბანკ სფეისში? - სწორი პასუხია, ადამიანი! ყოველი გადაწყვეტილება, რომელსაც სფეისში იღებენ, პასუხობს კითხვას - რა პრობლემას უგვარებს ის მომხმარებელს, რა სარგებელს აძლევს. დრო შეიცვალა და ძალაუფლება მომხმარებლის ხელში გადავიდა, როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით. ამას კარგად აცნობიერებენ და იაზრებენ სფეისის გუნდში და ასეთია მომხმარებლებზე ორიენტირებული ბრენდიც.

სტუმარი: ნათია სვანიძე - სფეისი - ციფრული პროდუქტების განვითარება, უფროსი მენეჯერი.