Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"საქართველო კავკასიაში ინვესტიციების მოზიდვის ცენტრი გახდება"

5a1d05955e668
სალომე მეცხვარიშვილი
28.11.17 10:45
687
"ველოდები, რომ წლევანდელი ფორუმი უზრუნველყოფს, რომ საქართველო გახდეს კავკასიაში ინვესტიციების მოზიდვის ცენტრი“,- ამის შესახებ "საქართველოს ბიზნესასოციაციის" პრეზოდენტმა თბილისში მიმდინარე აბრეშუმის გზის ფორუმის დაწყებამდე განაცახდა. ის ფორუმის შემდეგ კონკრეტულ შედეგებს ელოდება ინვესტიციების მოზიდვის მინართულებით.

"დღევანდელი ფორუმი მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმისთვის, რომ საქართველოში შემოვიდეს ინვესტიციები. რამდენიმე წლის წინ იმავე ფორუმმა საკმაოდ შედეგი შემოიტანა ინვესტიციებთან დაკავშირებით. მე პირადად ველოდები, რომ წლევანდელი ფორუმი უზრუნველყოფს საქართველო გახდეს კავკასიაში ინვესტიციების მოზიდვის ცენტრი. ჩვენ ვხედავთ რამდენი სხვადასხვა ქვეყნის ინვეტორია დაინტერესებული დღევანდელი ფორუმით. მთავარია, ეს აისახოს მომავალი წლების ეკონომიკურ ზრდაში და სამუშაო ადგილებში. მე ვხედავ შესაძლებლობას ინვეტიციები განხორციელდეს ყველა მიმართულებით: ტრანსპორტი, ინფრასტრუქტურა. ჩვენ ვხედავთ დიდ ინტერესს სასტუმროებისა და ტურისტების მიმართულებით. ძალიან მრავალფეროვანია ინვესტორთა დელეგაცია“, - განაცხადა ჭირაქაძემ.