Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

Samsung-ის ხელმძღვანელს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

59a021cbcf401
BM.GE
25.08.17 17:06
985
Samsung-ის ფაქტობრივი ხელმძღვანელი ლი ჩჟე იონი დამნაშავედ ცნეს და მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურა მისთვის 12 წლიან პატიმრობას ითხოვდა, სეულის სასამართლომ მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სამხრეთ კორეული გიგანტური კომპანიის ხელმძღვანელს ბრალი კორუფციულ გარიგებებში ედება. არსებული ინფორმაციით, იგი ექსპრეზიდენტ პან კინ ჰეს მეგობარ ქალს სოლიდურ თანხებს ურიცხავდა. კომპანიის 49 წლის ლიდერი Samsung-ის ისტორიაში პირველ შემთხვევას წარმოადგენს, რომელიც სისხლის სამართლის საქმის ბრალდებით დააკავეს და დააპატიმრეს.

გამოძიების თანახმად, ლი ჩჟე იონი, ხელისუფლებისგან მხარდაჭერის სანაცვლოდ, ექსპრეზიდენტის მეგობარს ქალს ფინანსურ დახმარებას უწევდა. პრეზიდენტის მეგობარს მან გადაუხადა, ან ჰპირდებოდა, რომ გადაუხდიდა 36.3 მილიონ აშშ დოლარს, რის სანაცვლოდაც ხელისუფლება, კომპანია Samsung-ისა და Cheil Industries Inc.-ის შერწყმის შესახებ საეჭვო გარიგებას დაუჭერდა მხარს. აღსანიშნავია, რომ კორუფციულმა სკანდალმა სამხრეთ კორეის პრეზიდენტის პაკ კინ ჰეს თანამდებობა შეიწირა და იმპიჩმენტის შედეგად მას უფლებამოსილება შეუჩერდა.

BBC-ის ინფორმაციით, კორუფციული სკანდალი სამხრეთ კორეაში 2016 წლის ოქტომბერში დაიწყო, ხოლო ქვეყნის ერთ-ერთი უმდიდრესი ბიზნესმენი მიმდინარე წლის თებერვალში დააკავეს და გასამართლების შემდეგ, ხუთწლიანი პატიმრობამიუსაჯეს. როგორც ლის ადვოკატი განმარტავს, იგი განაჩენის გასაჩივრებას აპირებს.