Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

#FORBESკვირა - მიხეილ ხიდურელის Forbes კვირა

BM.GE
26.09.21 13:14
361
როლს როისი ჯერ ვერ, მაგრამ - მაგრამ. რას წამოვიდგენდი, რომ ფორბს კვირისთვის ბექა ბაციკაძესთან თემების გავლისას, მისი შემოთავაზება იყო ქართული, დიახ სამამულო წარმოების ავტომობილი ივერია, რომელზეც საუბარი შესთავაზა სააგენტო აწარმოე საქართველოს დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა. მისგან, არ გამკვირვებია დამოკიდებულება საქართველოში ნაწარმოებთან დაკავშირებით, მაგრამ - გამიკვირდა, რომ საუბარი ეხება ავტომობილს სახელად ივერია და უფრო მეტად გამიკვირდა, რომ არ ვიცოდი მიხეილ ხიდურელის და მისი ოჯახის კავშირში ივერიასთან ანუ ავტომობილთან. დანარჩენი ერთად ვნახოთ. ცხადია, ივერია და ქართული ავტომობილი ჩვენთვის სიურპრიზი იყო, და ხიდურელის მონახულების მიზეზი იყო მასთან საუბარი ინვესტიციებზე და დუბაიში ბოლო ვიზიტზე.