Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

#Forbesკვირა - ვინ ყიდულობს და ყიდის იახტებს საქართველოში? - "რამზეს იახტსის" ისტორია

BM.GE
29.05.23 01:21
63
"რამზეს იახტსმა" 2020 წლიდან საქართველოში ჯამში 19 მცურავი ობიექტი, მათ შორის იახტა და კატერი საქართველოს მოქალაქეებზე გაყიდა. მცურავ ობიექტებზე ფასები შესაძლოა 130 000 დოლარიდან იწყებოდეს, 1 850 000 ევროს აჭარბებს და რამდენიმე მილიონამდე ადიოდეს. საქართველოში იახტებს და კატერებს დაახლოებით სამი სეგმენტის ადამიანი ყიდულობს. ერთი, ვისაც ძალიან უყვარს ეს მიმართულება და ისინი უმცირესობაში არიან. მეორე ტიპის დამკვეთები, ვინც ყიდულობს გარკვეული პერიოდით, ხოლო შემდგომ კომპანია იღებს სამართავად მენეჯმენტში და აქირავებს მას და ასევე არიან სექტორული დამკვეთები: კაზინოები სასტუმროები, ვისაც სურთ, საკუთარი მცურავი ობიექტები ჰყავდეთ, რათა შემდგომ მათივე სტუმრებს განსხვავებული სერვისი შესთავაზონ. “რამზეს იახტსმა" 2017 წელ ქვეყანაში იტალიური იახტების მწარმოებელი კომპანია Azimut Yachts შემოიყვანა. ხოლო 2023 წლიდან, ახალი, ასევე იტალიური წარმოშობის კომპანია “კრანკ იახტს”-ის მცურავი ობიექტების გაყიდვა დაიწყო.

➡ გიორგი ჩიკვაიძე - “რამზეს იახტსის" დამფუძნებელი;