26.Jan .2023 12:46

ფოთის სანაპირო ზოლის ნაპირდაცვითი სამუშაოებისთვის 10-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა;

Back

ფოთში ბოლო ათწლეულების განმავლობაში არსებული გამოწვევა, რაც ნაპირის წარეცხვას და ზღვის მიერ სანაპირო ზოლის მიტაცებას იწვევდა, გვარდება, - ამის შესახებ ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე აცხადებს. ფოთის მერიის ინფორმაციით, სანაპირო ზოლის ნაპირდაცვით/ნაპირაღდგენითი სამუშაოების განხორციელებაზე საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ელექტრონული ტენდერი უკვე გამოცხადდა. პროექტის სავარაუდო ღირებულება 10 მილიონ ლარამდეა და სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.

სტუმარი: ბექა ვაჭარაძე - ფოთის მერი