26.Feb .2021 11:33

ფრანგული ბაგეტი შესაძლოა იუნესკოს სიას შეემატოს

Back

იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიას შესაძლოა ფრანგული ბაგეტი შეემატოს. ფრანგ პურის მცხობელთა კონფედერაციამ შესაბამისი განაცხადით იუნესკოს უკვე მიმართა. მათი განცხადებით, კულტურული მემკვიდრეობის სიაში ბაგეტის შეყვანა დაიცავს „ნოუ-ჰაუს“, რომელიც ერთი თაობიდან მეორეს გადაეცემა. საფრანგეთის მთავრობის 1993 წლის დადგენილების თანახმად, „ტრადიციული“ ბაგეტი მხოლოდ 4 კლასიკური ინგრედიენტისგან უნდა მზადდებოდეს. თუმცა დღეს ამ სტანდარტებსა და ტრადიციას საფრთხე ემუქრება და საჭიროებს დაცვას.