Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"კრემლთან დაკავშირებულმა FACEBOOK მომხმარებლებმა ამერიკაში 129 ღონისძიება დაგეგმეს"

5a6dc6b690456
BM.GE
28.01.18 16:46
822
მოსკოვთან და კრემლთან დაკავშირებულმა FACEBOOK მომხმარებლებმა 129 ღონისძიება დაგეგმეს ფეისბუკის მეშვეობით ამერიკაში, რომელიც 300 ათასზე მეტმა ამერიკელმა ნახა. საუბარია 2015- 2017 წლებზე. CNN MONEY-ს ინფორმაციით, ძირითად შემთხვევებში საუბარი იყო ისეთ ღონისძიებებზე, რომელიც ამერიკელებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებდა.

FACEBOOK-ის განცხადებაში, რომელიც მათ აშშ-ის შესაბამის უწყებებს მიაწოდეს, ნათქვამი იყო, რომ ღონისძიებები, რომლებიც დაგეგმილი იყო კრემლთან ასოცირებული ე.წ. ტროლი ანგარიშებით, 300 ათასამდე „ფეისბუქ“ მომხმარებელს აქვს ნანახი, დაახლოებით 63 ათასმა მომხმარებელმა მონიშნა, რომ ისინი დაესწრებიან ღონისძიებას, 26 ათასამდე ადამიანმა კი ღონისძიებაზე დასწრების ინტერესი გამოთქვა.

FACEBOOK-ს არ აქვს ინფორმაცია, რეალურად ჩატარდა თუ არა აღნიშნული ღონისძიებები. თუმცა, საინტერესოა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ამავე ანგარიშებიდან დაგეგმილი იყო ურთიერთსაწინააღმდეგო აქციები ერთსა და იმავე დღეს, ერთსა და იმავე ადგილზე და იმავე დროს. ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა მაგალითად ჰიუსტონში, ტეხასში.

აღსანიშნავია, რომ ორგანიზატორები ღონისძიების რეკლამირებისთვის თანხასაც ხარჯავდნენ.