Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

FTX Crypto Derivatives Exchange-ის დელეგაცია საქართველოშია

BM.GE
01.04.22 09:13
324
კრიპტოვაჭრობის სფეროში მსოფლიოში უმსხვილესი კომპანია FTX Crypto Derivatives Exchange-ის დელეგაცია საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოსა და საინვესტიციო შესაძლებლობებს ეცნობა. კომპანიის ხელმძღვანელი პირები, რომლებიც საქართველოში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მოწვევით იმყოფებიან, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში სამუშაო შეხვედრებს მართავენ. შეხვედრები FTX Crypto Derivatives Exchange-ის აღმასრულებელ დირექტორს ციფრული ბაზრების მიმართულებით რაიან სალემს და ციფრული აქტივების ბაზრის ასოციაციის (ADAM) აღმასრულებელ დირექტორ მიშელ ბონდს პრემიერთან, ეკონომიკის მინისტრის მაოდგილესთან და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორთან ჰქონდა. ოფიციალური რელიზების მიხედვით, FTX Crypto Derivatives Exchange-ის დელეგაცია საქართველოში არსებული შესაძლებლობების შესასწავლად პრემიერ-მინისტრმა მოიწვია. მთავრობის მეთაური, FTX Crypto Derivatives Exchange-ის დამფუძნებელს და აღმასრულებელ დირექტორ სამ ბანკმან-ფრიდს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შეხვდა და შესთავაზა, განიხილოს საქართველოში რეგიონული ოფისის ან მომხმარებელთა სერვისის გაფართოების შესაძლებლობა, რომელიც ფართო რეგიონს მოემსახურება. ოფიციალური მონაცემებით, FTX Crypto Derivatives Exchange-ის (ქონება 40 მილიარდი აშშ დოლარი) დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი სამ ბანკმან-ფრიდი, კრიპტო სფეროში უმდიდრესი ადამიანია, რომლის ქონება 22,5 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული.