Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მთავრობა ვიდეო გადაღებისთვის საჭირო აპარატის შესყიდვას დაჩქარებული წესით ითხოვს

5a87e6440e2a9
მარი როჭიკაშვილი
17.02.18 18:00
792
მთავრობა ვიდეო გადაღებისთვის საჭირო აპარატის შესყიდვას დაჩქარებული წესით ითხოვს და მზად არის 38 000 ლარი გადაიხადოს. მოთხოვნა შესყიდვების სააგენტოში უკვე გაგზავნილია.

როგორც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, არსებული აპარატურა პრემიერ მინისტრის გიორგი კვირიკაშილის ბრიუსელში ვიზიტის დროს გაფუჭდა და საჭირო გახდა მოკლე ვადებში ახალი აპარატურის შეძენა.

“იმის გათვალისიწნებით, რომ ვიდეო გადაღების აპარატურის მწყობრიდან გამოსვლა ხელს უშლის საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვიზიტების გაშუქებას და მათ შესახებს საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდებას, საჭიროა მაქსიმალურად მცირე ვადებში მოხდეს აპარატურის შესყიდვა, რათა პერმანენტულ რეჟიმში დაგეგმილი ვიზიტების ფარგლებში, შესაძლებლობა მიეცეს ტექნიკურ ჯგუფს უზრუნველყოს ვიდეო გადაღება” –ნთქვამია მთავრობის მიერ გაგზავნილ მოთხოვნაში.