Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რამდენად თავისუფალია ინტერნეტ სივრცე საქართველოში?

5a0ff3aa0fd1d
BM.GE
18.11.17 12:45
814
საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციამ Freedom House მსოფლიოში ონალინ-თავისუფლების 2017 წლის ინდექსი გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველომ 24 ქულა მოიპოვა და შედეგით თავისუფალი ქვეყნების სიაში მოხვდა. აღნიშნულ ინდექსში ყველაზე თავისუფალი ქვეყანა 0 ქულით ფასდება, ხოლო 100 ქულით ყველაზე არა თავისუფალი. გასულ წელს ამავე რეიტინგში საქარველო 25 ქულით იყო შფასებული, - თემაზე ’’საქმის კურსთან“ მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი უჩა სეთური საუბრობს.

-ბატონო უჩა, რას ნიშნავს 24 ქულიანი შეფასება და თავისუფალი ქვეყნების სიაში მოხვედრა, რა ნდიკატორებს ზომავს ორგანიზაცია Freedom House?

-ეს ცუდი მაჩვენებელი ნამდვილად არ არის, თუმცა კრიტერიუმებს უნდა შვხედოთ თუ როგო ხდება შეფასება და მცირე დაზუსტებას შევიტან, რომ Freedom House -მა 2016 წლის ივნისიდან 2017 წლის მაისამდე პერიოდი შეაფასა. აქ ინტერნეტში თავისუფლება ფასდება. უარყოფითად არის შფასებული Vimeo-ს ბლოკირების შემთხვევა, როდესაც გარკვეული ვიდეოკონტენტზე წვდომის შესაძლებლობა დაიბლოკა Vimeo-თან მიმართებაში. დადებითად შეფასდა რომელიმე ბლოგერის დაკავება ან რაღაც ფორმით მასზე ძალადობა რომ არ მოხდა და ასევე სახელწმიფოს მხრივ გარკვეული კონტენტის პირდაპირი ბლოკირება რომ არ განხორციელდა.

-ინტერნეტის ხარისხი თუ ფასდება?

-შეფასებულია ბოლო მომხმარებლების კმაყოფილების მდგომარეობა და დათვლილია მათ საჩივრების რაოდენობა, თუმცა აქ ჩვენ გარკვეული კითხვები გვაქვს. შეფასებულია ასევე ტექნოლოგია, რომლის მიხედვითაც ფასდება რამდენად დიდია ბოლო მომხმარებლის რაოდენობა. ამ მიმართულებით საკმაოდ სწორი აქცენტებია და ვფიქრობ, რომ საკმაოდ ბევრი სამუშაოა განსახორციელებელი საბითუბო ინტერნეტის მომსახურების ხარისხის ტექნოლოგიების მიმართულებებით. მიმაჩნია, რომ ამ კუთხით საკმაოდ ცუდი მდგომარეობაა, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ოპერატორებისთვის. მომხმარებლის საჩივრებს რაც შეეხება, ვთვლი, რომ მათი აქტიურობა საკმაოდ დაბალია და არ შეესაბამება იმ რეალურ მდგომარეობას და რეალურ პრობლემებს, რომელსაც ბოლო მომხმარებლები ინტენეტის მომსხურების მიღების დროს ყოველდღიურ ცხოვრებაში აწყდებიან.

-ის საკითხები, რომლის გამოსწორებაზეც თქვენი ასოციაცია მუშაობს, Freedom House-ის და სხვა მაჩენებლების კუთხით მნიშვნელოვანი თუ არის?

-საბითუმო ინტერნეტზე არსებული პრობლემები აქტუალურად რჩება და ამ კუთხით ძალიან პარადოქსული მდგომარეობაა. ’’გლობალური“ ინტერნეტი საბითუმო ბაზარზე ბევრად უფრო ძვირი ღირს, ვიდრე საცალო ბაზარზე, ანუ ეს იგივეა, რომ ერთი კილოგრამი ფქვილი ბევრად უფრო ძვირი ღირდეს ერთ კილოგრამ პურზე. ასეთი ვითარებაა დღეის მდგომარეობით. ჩვენ მარეგულირებელ კომისიაში განცხადება გვაქვს წარდგენილი რამდენიმე თვეა, თუმცა ჩვენი ინფორმაციით ბაზრის კვლევა და ანალიზი დაწყებული ჯერჯერობით არ არის. მიმდინარე კვირაში ვაპირებთ, რომ დამატებითი ინფორმაცია მივაწოდოთ და თუ არ აღმოიფხვრა საცალო და საბითუმო ბაზარს შორის ეს ძალიან დიდი დისბალანსი, მაშინ მცირე და საშუალო ოპერატორების ბაზარზე დარჩენა შეუძლებელი იქნება. ჩემი ინფორმაციით, მასალების დამატებით მოგროვება ხდება, თუმცა დღევანდელი მდგომარეობითაც არანაირი სხდომა არ არის ჩანიშნული და აღნიშნული საკითხის ზეპირი მოსმენაც კი არ გამართულა.