Home
Category
TV Live Menu
Loading data...

გადაწყვეტილია, რომ საპარტნიორო ფონდი ბიუჯეტიდან ვერ დაფინანსდება - კაკაურიძე

BM.GE
20.06.22 18:45
252
რამდენიმეწლიანი განხილვების შემდეგ მთავრობა საპარტნიორო ფონდის რესტრუქტურიზაციამდე მივიდა. საკითხი დღეს მთავრობის სხდომაზე განიხილეს. ვიცით ის, რომ საპარტნიორო ფონდის მომავალ საქმიანობაში სახელმწიფო მხოლოდ აქციონერის როლში იქნება, სამეთვალყურეო საბჭო კი ნაცვლად მთავრობის წევრებისა, დამოუკიდებელი პირებისგან დაკომპლექტდება. მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ ეკონომიკის სამინისტრომ გაავრცელა პრესრელიზი: ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ხელისუფლების მიერ რესტრუქტურიზაციის პროცესში შეტანილი ცვლილებები ფონდს მეტ მოქნილობას მისცემს.