Home
Category
TV Live Menu
Loading data...

გადმორიცხვები საქართველოში

BM.GE
25.04.21 11:27
363
გადმორიცხვბის სტატისტიკა განახლდა რამდენიმე დღის წინ და სების ანგარიშით 2021 წლის მარტში საქართველოში უცხოეთიდან 188 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 49,5%-ით მეტია. შარშან მარტში უცხოეთიდან ფულადმა გზავნილებმა 125.8 მლნ დოლარი შეადგინა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2021 წლის 3 თვეში კი საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილები 28,4%-ით გაიზარდა. კერძოდ, 2020 წლის იანვარ-მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 388,8 მლნ დოლარი იყო, წელს 3 თვეში კი 499,3 მლნ დოლარი.
ქვეყნების მიხედვით, 2021 წლის მარტში ყველაზე მეტი თანხა - 32,2 მლნ დოლარი რუსეთიდან გადმოირიცხა, მეორე ადგილზე კი იტალიაა, საიდანაც საქართველოში 30,5 მილიონი დოლარი შემოვიდა.