17.Mar .2021 23:22

გაძვირდება თუ არა ავიაბილეთები?

Back

ზაფხულში ავიაბილეთების გაძვირებაა მოსალოდნელი. ამის შესახებ განცხადებებს კონკრეტული ავიაკომპანიების წარმომადგენლები უკვე აკეთებენ. როგორც დარგის ექსპერტები ამბობენ, ავიაბილეთის ფასზე არაერთი ფაქტორი მოქმედებს - გაძვირდა საწვავი, შესაბამისად გაიზრდება ავიაკომპანიების ხარჯი, არადა ამის პარალელურად არ იზრდება რეისებზე დატვირთულობა - შესაბამისად ზაფხულის სეზონზე ავიაბილეთების გაძვირება მათი გათვლებით გარდაუვალია.