Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"მიწის გასხვისების აკრძალვა ინვესტორებისთვის ბარიერია"

5a0d8b8d1678d
BM.GE
16.11.17 16:57
755
"მიწის გასხვისების აკრძალვა ინვესტორებისთვის ბარიერია“ - ასე აფასებს საკონსტიტუციო ჩანაწერს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე საქართველოში საფრანგეთის ელჩი პასკალ მენიე. ელჩი ამბობს, რომ საქართველომ აღნიშნული ბარიერი უნდა შეამციროს.

"ვფიქრობ რომ ეს არის ბარიერი ფრანგი ინვესტორებისთვის, ჩვენ გვაქვს კონკრეტული მაგალითები ფრანგული კომპანიების, რომლებსაც საქართველოში ინვესტირება სურთ, მაგალითად ერთმა ფრანგმა პოტენციურმა ინვესტორმა მიიღო საქართველოს მოქალაქეობა - ასე მას უფრო გაუადვილდება ინვესტირება.

ვიცი რომ მიწის გასხვისების შესახებ ჩანაწერი კონსტიტუციაში გაკეთდა, ვფიქრობ საქართველომ უნდა გამონახოს გზა იმისთვის რომ შეამციროს ბარიერი, რომელიც მიწის გასხვისების გამო შეიქმნა. ეს შეიძლება იყოს გრძელვადიანი ლიზინგი, ან ნებისმიერი სხვა რამ, რაც ინვესტორს უფრო დაცულად აგრძნობინებს თავს. თუ მათ ეცოდინებათ რომ მიწა შესაძლოა ვინმემ წაართვათ ისინი აღარ მოისურვებენ ინვესტიციის განხორციელებას, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის დარგში", - ამბობს ელჩი.