Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

სადახლოზე 2800 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

59847d882445c
BM.GE
04.08.17 18:00
762
2 აგვისტოს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სადახლო-საავტომობილო“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, 2800 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი (BLACK TIP-1600 ღერი და GARNI-1200 ღერი) აღმოაჩინეს. სომხეთის მოქალაქეს არადეკლარირებული ტვირთი, კუთვნილ ავტომანაქანაში მოწყობილ სამალავში ჰქონდა განთავსებული. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289 მუხლის მე- 14 ნაწილის თანახმად, მოქალაქე დაჯარიმდა 1000 ლარით, ადმინისტრაციული კოდექსის 1552 მუხლის 1 ნაწილის შესაბამისად, ჩამოერთვა საქონელი და სატრანსპორტო საშუალება.