04.Feb .2021 14:27

გაიხსენებიან თუ არა რესტორნები შაბათს თვითნებურად? -სამოქმედო გეგმა

Back

დარჩება თუ არა ძალაში შაბათს რესტორენების გადაწყვეტილება თვითნებურ გახსნასთან დაკავშირებით, ასევე რატომ არ უქმდება კომენდანტის საათი და რა განმარტება გააკეთა ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილის თქმით, საღამოს საათებში ოჯახებში ხდება შეკრებები, პირბადის გარეშე კომუნიკაცია და ღამით გადაადგილების შეზღუდვაც სწორედ ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად არის დაწესებული. როგორც ცქიტიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ თქვა, ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ეს რეგულაცია გაცილებით მკაცრია. ასევე დღეს გახდა ცნობილი, რომ პირბადის ტარების წესების დარღვევის განმეორებაზე ჯარიმა სავარაუდოდ გაორმაგდება - პრემიერ- მინისტრის თქმით, თანამედროვე მსოფლიოში ვერავინ ვერაფერი უფრო ეფექტური ვერ მოიფიქრა, რაც არის პირბადის ტარება, სოციალური დისტანცია, ტესტირება და ვაქცინაცია...