Home
Category
TV Live Menu
Loading data...

გაიხსნება თუ არა სავაჭრო ქსელები? - ლევან ყარალაშვილი დეტალებით საქმიან დილაში

BM.GE
11.01.21 10:39
429
გაიხსნება თუ არა 16 იანვრიდან არასასურსათო სავაჭრო ობიექტები ისე როგორც ეს 2 თვიანი შეზღუდვების გეგმაში იყო გაწერილი ჯერ უცნობია. წინასწარი ინფორმაციით, ნოემბერში მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გადაიხედოს, თუმცა რა დათქმებით შეიძლება რითეილ სექტორს მუშაობის საშუალება მიეცეთ ჯერ საჯაროდ არ განიხილება. შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი, ბექა ფერაძე ადასტურებს, რომ სავაჭრო ცენტრების გახსნა-არგახსნის საკითხი ჯერ ბოლომდე გადაწყვეტილი არ არის და საკითხი ეპიდვითარების შესაბამისად გადაწყდება. თითქმის 10 დღიანმა გახსნამ რაც ვიცით მიუხედავად მთავრობის წევრების დათქმებისა სავაჭრო ობიექტებისათვის ჯარიმების გარეშე ჩაიარა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეპიდემიოლოგიური წესები წინასაახალწლო ვაჭრობისას დაცული იყო.

სტუმარი: ლევან ყარალაშვილი - "თბილისი ცენტრალი", დირექტორი;