Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

სასკოლო სახელმძღვანელოებში ხარვეზები გამოვლინდა

5a7489fbadb10
მეგი კავთუაშვილი
03.02.18 14:30
952
ქართული ენისა და ლიტერატურის, ისტორიის და სამოქალაქო განათლების IX- XII კლასების სახელმძღვანელოების შინაარსში ხარვეზები გამოვლინდა. სასკოლო წიგნებში „რელიგიური და ეთნიკური მრავალფეროვნების ასახვის კვლევა ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა ჩაატარა.

კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ სახელმძღვანელოებში შეტანილი ტექსტები შეიცავს ქსენოფობიურ ჩანაწერებს. (მაგ: “თანდათანობით ივრისა და ალაზნის ნაყოფიერი ველები გადამთიელებმა დაიკავეს. ეს დიდი უბედურება იყო ქვეყნისთვის.” ბახტრიონის გმირული ეპოპეა .გვ. 245 საქართველოს ისტორია, მე-9 კლასი)

ტექსტებში ასევე გაშარჟებულია ეთნიკური ჯგუფები, რაც სტერეოტიპების გამყარებას უწყობს ხელს. ადგილი აქვს, ასევე კონკრეტული ჯგუფებისთვის ეთნიკურ ან რელიგიურ საფუძველზე ნაკლოვანების მიწერას, გაიგივებულია ეთნოსი და რელიგიაც. ძალადობის სცენები კრიტიკული კომენტარის გარეშეა აღწერილი.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რეკომენდაციები მიეცა. მათ შორის, კვლევის ავტორები ურჩევენ სამინისტროს სახელმძღვანელოების გრიფირების წესში შევიდეს ახალი მოთხოვნა, რომ შინაარსი ითვალისწინებდეს ტოლერანტობის პრინციპებს, სრულფასოვნად ასახავდეს მრავალფეროვნებას და ეთნიკურად და რელიგიურად ნეიტრალური, სამეცნიერო ენით აღწერდეს მოვლენებს; რეკომენდაციების მიხედვით, გამომცემლობებმა, ავტორებმა, გრიფირების საექსპერტო ჯგუფმა სახელმძღვანელოების მომზადების პროცესში ითანამშრომლონ სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიურ და ეთნიკურ საბჭოებთან.