Home
Category
TV Live Menu
Loading data...

Galt&Taggart - გლობალური ინდექსების დინამიკა - დავით ნიშნიანიძე საქმიან დილაში

BM.GE
29.12.20 10:38
373
გიგანტური ტექნოლოგიური კომპანიების წინააღმდეგ მონოპოლიასთან ბრძოლის სახელით დაწყებული გამოძიებები და სასამართლო დავები ამერიკისა და ევროპის შემდეგ ჩინეთშიც აქტუალური ხდება და მისი გავლენაც შესაბამისია. ჩინელი მილიარდერის, ჯეკ მას კომპანია Alibaba-ს აქციები დაეცა. ამის მიზეზი ჩინეთის მთავრობის მიერ ტექნოლოგიურ კომპანიაში ანტიმონოპოლიური გამოძიების დაწყება გახდა. წინასწარი ინფორმაციით, საუბარია შემთხვევებზე, როდესაც კომპანია მერჩანტებს აიძულებს აირჩიონ ორი პლატფორმიდან ერთ-ერთი, ორივესთან მუშაობის უფლებას კი არ აძლევს.

ამასობაში ამერიკული კომპანიებისათვის კარგი ამბებია ვაქცინაციის სწრაფად მიმდინარე ტემპებიდან გამომდინარე და ზოგიერთმა ამერიკულმა ავიაკომპანიამ პანდემიის დროს დროებით სახლში გაშვებული თანამშრომლების სამსახურში დაბრუნება დაიწყო.

სტუმარი: დავით ნიშნიანიძე - Galt&Taggart საბროკერო მიმართულების ხელმძღვანელი