Home
Category
TV Live Menu
Loading data...

გრძელვადიან კონტრაქტებზე დღგ-თი დაბეგვრის სპეციალური ნორმები უქმდება

5a8d3c807d59e
BM.GE
21.02.18 13:30
770
ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ რამოდენიმე ახალი ინიციატივა წარმოდგინა. მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ მან თითოეულ მათგანზე ისაუბრა.
„ჩვენ დამატებით წარვადგინეთ დღეს 6 ახალი ინიციატივა. პირველი ინიციატივა - ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ორგანიზაციები, სადაც ჩვენ ვგულისხმობთ საქველმოქმედო ორგანიზაციებს, სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებს, 2019 წლიდან მათი დაბეგვრის სისტემა გადავა ე.წ. ესტონურ მოდელზე, ანუ ისინი შეძლებენ, რომ გათავისუფლდნენ მოგების გადასახადისგან. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში ამ ორგანიზაციებს მეტი თანხები ექნებათ შიდა ინვესტიციების გასაკეთებლად, რაც ცალსახად უნდა აისახოს მათი საქმიანობის ხარისხზე.

მეორე ინიციატივა - ეს გარკვეულწილად ტექნიკური ხასიათისაა, თუმცა ბევრი ბიზნესისთვის ეს იქნება ადმინისტრირების გამარტივების მნიშვნელოვანი წყარო. 2017 წლის 1-ლი იანვრიდან დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი გახდა გადახდილი ავანსი, შესაბამისად, გრძელვადიანი კონტრაქტის დღგ-თი დაბეგვრის სპეციალური ნორმები ფაქტობრივად, აღარ გამოიყენება, შესაბამისად, ჩვენ მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ საერთოდ ასეთი პრაქტიკა გავაუქმოთ. გრძელვადიანი კონტრაქტების ადმინისტრირება ხშირად ბიზნესისთვის არსებული პრაქტიკით გართულებული იყო, შესაბამისად, ჩვენ ამას ჩავანაცვლებთ უფრო გამატივებული პრაქტიკით“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.