Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

Galt&Taggart - გლობალური ინდექსების დინამიკა

BM.GE
17.11.20 10:40
433
გასულ კვირაში ვაქცინის შესახებ იმედისმომცემმა განცხადებამ ენერგოკომპანიების, ბანკების, სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენელი კომპანიების აქციების ზრდა გამოიწვია. თუმცა, როგორც ექსპერტები ამბობენ, ინვესტორების ოპტიმიზმი გადაჭარბებულია, განსაკუთრებით იქიდან გამომდინარე, რომ აშშ-ის ფედერალურ სარეზერვო სამსახურში იმ პოტენციური ზარალის შესახებ აცხადებენ, რომელიც შესაძლოა ქვეყანაში კორონავირუსის დღიური შემთხვევების მკვეთრ ზრდას მოჰყვეს. ამ კვირის გეგმაში Walmart-ი, Home Depot-ის და Kohl's-ის შემოსავლებზე მონაცემები უნდა განახლდეს, ვნახოთ როგორი იქნება შედეგები, თუმცა მოლოდინები ამ შემთვევაშიც წინმსწრებად ბირჟებზე აისახება.

სტუმარი: დავით ნიშნიანიძე, Galt&Taggart საბროკერო მიმართულების ხელმძღვანელი