Home
Category
TV Live Menu
Loading data...

Galt&Taggart - გლობალური ინდექსების მიმოხილვა - დავით ნიშნიანიძე საქმიან დილაში

BM.GE
08.12.20 12:09
409
დღეიდან დიდ ბრიტანეთში ვაქცინაციის პროცესი იწყება. აშშ-ში კი ვაქცინის ავტორიზაცია მიმდინარე კვირას იგეგმება. ინვესტორები ამერიკაში სწორედ ამ პროცესს დააკვირდებიან. თეთრი სახლის მომავალი ბინადარი სტიმულირების პაკეტის მნიშვნელობაზე ალაპარაკდა. გასულ კვირას ამერიკის კონგრესში $908 მილიარდიანი დახმარების პაკეტის შესახებ ერთგვარ კონსენსუსს მიაღწიეს, ახლა საინტერესოა რამდენად დაეთანხმება მას სენატი და დათანხმდება თუ არა სენატის უმრავლესობის ლიდერი მიტჩ მაკკონელი ამ გრანდიოზული პაკეტის დამტკიცებას. ამერიკაში ასევე დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს 11 დეკემბერს აქვთ საბოლოო ვადა იმისათვის, რომ მათ უნდა დაამტკიცონ $1.4 ტრილიონიანი ბიუჯეტი, წინააღმდეგ შემთხვევაში მთავრობას ე.წ შათდაუნი ემუქრება.

ევროპაში ვითარება რთულად არის, ევროზონა მეოთხე კვარტალში რეცესიისკენ მიდის, ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი კრისტინ ლაგარდი მორიგი მასტიმულირებელი პაკეტის გამოცხადებას აპირებს. ევროზონაში ინფლაცია კვლავ ნეგატიურია უკვე მეოთხე თვეა, რაც ფასებთან დაკავშირებულ საფრთხეებს ქმნის.

სტუმარი: დავით ნიშნიანიძე - Galt&Taggart საბროკერო მიმართულების ხელმძღვანელი