26.Jan .2021 10:19

Galt&Taggart - გლობალური ინდექსების მიმოხილვა - დავით ნიშნიანიძე საქმიან დილაში

Back

ინაუგურაციამ მშვიდობიანად ჩაიარა, ბაიდენმა პირველი და სასწრაფო გადაწყვეტილებები ხელმოწერით გააფორმა ბირჟები შედარებით მშვიდად ხვდებოდნენ პროცესს და მიმდინარე კვირა გასული წლის მეოთხე კვარტლის მონაცემების გამოწვეყნების დროა. გარდა ამისა, მიმდინარე კვირას ამერიკის ფედერალურ სარეზერვო სამსახურში პირველი შეხვედრა გაიმართება მას შემდეგ, რაც გასულ კვირას სენატში დემოკრატებმა კონტროლი ოფიციალურად მოიპოვეს, ამან კი გაზარდა იმის ალბათობა, რომ ახალი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შეთავაზებას - $1.9 ტრილიონიანი ეკონომიკური დახმარების პაკეტის დამტკიცებას მხარს დაუჭერენ. ეკონომისტები 4%-იან ზრდას პროგნოზირებენ. ხოლო წლიურ ჭრილში 3.5%-იან კლებას ელოდებიან. დღესვე საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზს განაახლებას ველოდებით.

სტუმარი: დავით ნიშნიანიძე - Galt&Taggart საბროკერო მიმართულების ხელმძღვანელი