Home
Category
TV Live Menu
Loading data...

Galt&Taggart - გლობალური ინდექსების მიმოხილვა

BM.GE
22.12.20 10:44
446
ამერიკის კონგრესმა მხარი დაუჭირა კორონავირუსის $ 900 მილიარდიან დახმარების პაკეტის მიღებას. აღნიშნული კანონპროექტის გათვალისწინებით დახმარებას მიიღებენ ინდივიდუალური პირები და აგრეთვე ბიზნეს კომპანიებიც. კანონი აგრეთვე ითვალისწინებს მოსახლეობის ვაქცინაციისთვის სამყოფი თანხის აკუმულირებას. 900 მილიარდი დოლარის დახმარების ფონზე, უსამსახუროდ დარჩენილი ამერიკელები კვირაში $300-ს მიიღებენ. აგრეთვე მოსახლეობის უმრავლესობისთვის გასცემენ დამატებით 600 $-ს, რაც პანდემიის განმავლობაში მინიმალური უზრუნველყოფისათვის აუცილებელი ფინანსური დახმარებაა.

ამასთან, ამერიკაში Pfizer-ის ვაქცინის შემდეგ ავტორიზაცია Moderna-ს ვაქცინასაც მისცეს. შედეგად მის დისტრიბუციას ათასობით ლოკაციაზე უკვე ამ კვირაში ელოდებიან. როგორც მოსალოდნელია, ამერიკის მთავრობა Moderna-ს ვაქცინის 5.9 მილიონი დოზის და Pfizer-ის ვაქცინის 2 მლნ დოზის დისტრიბუციას განახორციელებს. თავდაპირველად აიცრებიან სამედიცინო მუშაკები და მოხუცები.

მიმდინარე კვირას ინვესტორების ყურადღების ცენტრში კვლავ იქნება ელექტრომობილების უმსხვილესი მწარმოებელი Tesla. შეგახსენებთ, მისი აქციები მიმდინარე წელს თითქმის 700%-ით გაიზარდა, ახლა მისი საბაზრო ღირებულება $600 მილიარდს შეადგენს. ინვესტორებს აინტერესებთ, რა ელის Tesla-ს აქციებს.

სტუმარი: დავით ნიშნიანიძე - Galt&Taggart საბროკერო მიმართულების ხელმძღვანელი