Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

Galt&Taggart - გლობალური ინდექსების მიმოხილვა

BM.GE
02.02.21 10:38
474
მიმდინარე კვირას კორონავირუსის ვაქცინის შემქმნელის – Pfizer-ის შემოსავლების შესახებ გახდება ცნობილი. გარდა ამისა, ჯანდაცვის სექტორში მომუშავე ისეთი კომპანიები გამოაქვეყნებენ თავიანთ შემოსავლებს, როგორებიცაა Gilead Sciences-ი, Biogen-ი, Bristol-Myers Squibb-ი და AbbVie-იც. რაც შეეხება სხვა სექტორებს, მიმდინარე კვირას Amazon-ის, Pinterest-ის, Snap-ის და Alphabet-ის შემოსავლებიც გახდება ცნობილი.

აშშ-ის სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში ელოდებიან, რომ პანდემიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისა და ბიზნესების დასახმარებლად პირველ ნაბიჯს გადადგამენ. ფინანსური დახმარების პაკეტი, რასაც ჯო ბაიდენი მოსახლეობას ჰპირდება, $1.9 ტრილიონს შეადგენს. გასულ კვირას თეთრი სახლის ახალმა ლიდერმა განაცხადა, რომ კონგრესმა ამ კუთხით დაუყოვნებლივ უნდა გადადგას ნაბიჯები, ეკონომისტების უმრავლესობაც აცხადებს, რომ ეკონომიკური დახმარების პაკეტის დამტკიცება ახლა მნიშვნელოვანია.

სტუმარი: დავით ნიშნიანიძე - Galt&Taggart-ის საბროკერო მიმართულების ხელმძღვანელი