Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ნავთობის ფასებმა მოიმატა

59f9691f13598
BM.GE
01.11.17 10:25
1009
პარასკევს ნედლი ნავთობის ფასებმა მოიმატა. საუდის არაბეთის პრინც მოჰამედ ბუნ სალმანის განცხადებით: არსებობს მოლოდინები იმის შესახებ, რომ Opec დაეთანხმება ნავთობის შეზღუდული რაოდენობით მოპოვების, 2018 წლის მარტამდე გახანგრძლივებას. ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟაზე ნედლი ნავთობის ფიუტჩერსების დეკემბრის თვის ფასმა 2.4%-ით მოიმატა და ბარელზე 53.90$-ით განისაზღვრა, ხოლო ლონდონის ბირჟაზე დაფიქსირებული Brent-ის ტიპის ნავთობის ფასმა 1.75%-ით მოიმატა და 1 ბარელზე 60.35$ ა.შ.შ დოლარი შეადგინა.

ნედლი ნავთობის ფასები მარტის თვის შემდეგ, ყველაზე მაღალ ნიშნულზე დაფიქსირდა. ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა საუდის არაბეთის პრინც მოჰამედ ბუნ სალმანის განაცხადება, რომ Opec დაეთანხმება ნავთობის შეზღუდული რაოდენობით მოპოვების 2018 წლის მარტამდე გახანგრძლივებას, რაც ბაზარზე არსებული ნედლი ნავთობის მარაგების შემცირებას შეუწყობს ხელს.

მიმდინარე წლის მაისში, Opec-ის წევრებს შორის შედგა შეთანხმება, რომ ნავთობის შემცირებული რაოდენობით მოპოვებას ცხრა თვით გაახანგრძლივებდნენ, რაც დღიურად 1.2 მილიონი ბარელით შემცირებულ რაოდენობას გულისხმობს.

აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს ნავთობის შემცირებული რაოდენობით მოპოვების 2018 წლის მარტამდე გახანგრძლივებას. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ ერაყის ქურთისტანის შეიარაღებული ძალები შეთანხმდნენ, რომ შეწყვეტენ საომარ მდგომარეობას, რადგან გლობალური მასშტაბით შეამცირონ ნავთობის მიწოდების საფრთხე.

ა.შ.შ-ში ინვესტორებმა ნავთობის საბურღი დანადგარების მოცულობა გაზარდეს.

ნავთობის სერვისული კომპანია Baker Hughes-ის მონაცემების მიხედვით, გასული კვირის პარასკევს, საბურღი დანადგარების მოცულობამ მოიმატა და 737 ერთეულით განისაზღვრა.

საბურღი დანადგარების მატების ტენდენცია კი, ნათლად ასახავს ნავთობინდუსტრიაში ნედლეულზე მოთხოვნა-მიწოდების ბალანსს.