Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

Galt&Taggart: გლობალური ბაზრების ყოველკვირეული მიმოხილვით ნიკა მაზანაშვილი

BM.GE
28.06.22 14:13
212
მსოფლიოს მასშტაბით გაზრდილი ინფლაციისა და გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის მიუხედავად, გასულ კვირას ამერიკულ საფონდო ბირჟებზე აღმასვლის ძლიერი ტენდენცია დაფიქსირდა. აშშ-ის 500 უმსხვილესი კომპანიის აქციების ღირებულება (S&P 500) თითქმის 6.5%-ით გაიზარდა; Dow Jones-ის ინდუსტრიული ინდექსის ღირებულებამ 5%-ზე მეტით მოიმატა; ხოლო მოწინავე ტექნოლოგიური კომპანიების ინდექსის (Nasdaq) ღირებულება ერთ კვირაში დაახლოებით 8%-ით გაიზარდა. 

ინვესტორთა ნაწილის შეფასებით, ბირჟების კორექცია ერთგვარ ლოგიკურ დასასრულს უახლოვდება, რადგან არსებული ეკონომიკური და გეოპოლიტიკური რისკები მიმდინარე ფასებზე უკვე ასახულია, პოტენციური რეცესიის ნეგატიური მოლოდინებიც ინვესტორთათვის სიახლეს აღარ წარმოადგენს და ეს უკანასკნელიც, უმეტესწილად, საფონდო ბირჟაზე უკვე ასახულია.

სტუმარი: ნიკა მაზანაშვილი - Galt&Taggart-ის საბროკერო დეპარტამენტის უფროსი ანალიტიკოსი;