Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

Galt&Taggart: გლობალური ბაზრების ყოველკვირეული მიმოხილვით ნიკა მაზანაშვილი

BM.GE
20.09.22 11:59
113
გასული კვირა ბირჟებისთვის კარგად ვერც ერთ კონტექსტში ვერ დასრულდა. არ არსებობს ინდექსი, რომელიც 7 დღიან ჭრილში ზრდას აჩვენებდა - მათ შორის არც ოქრო, არც ნავთობი და დედამიწის არც ერთი ნახევარსფეროს არც ერთი კონტინენტიდან ამბები.

საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე დაღმასვლის ძლიერი ტენდენცია ფიქსირდება - 24 საათში ნავთობის ღირებულება თითქმის 3%-ით შემცირდა, ერთკვირიან ჭრილში ვარდნის მაჩვენებელი კი 6%-ს აღწევს. შედარებისთვის, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე ზუსტად 24 საათით ადრე ბარელი Brent-ის ფასი 94 დოლარი იყო; ხოლო WTI-ის ღირებულება 92 დოლარს შეადგენდა. 

საშუალოვადიან პერსპექტივაში, ნავთობის ფასების შემცირების ძირითადი განმაპირობებელი მიზეზი მსოფლიოს მასშტაბით რეცესიის განვითარების რისკების ზრდაა, აღნიშნულ ნარატივს კი განსაკუთრებით აძლიერებს ის ფაქტი, რომ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში აშშ-ის ეკონომიკა შემცირდა, ხოლო პოზიტიური პროგნოზი ანალიტიკოსებს არც მეორე ნახევართან მიმართებით არ აქვთ. 

სტუმარი: ნიკა მაზანაშვილი - Galt&Taggart-ის საბროკერო დეპარტამენტის უფროსი ანალიტიკოსი;