Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

Galt&Taggart: გლობალური ბაზრების ყოველკვირეული მიმოხილვით ნიკა მაზანაშვილი

BM.GE
17.01.23 10:28
98
ჩინეთის სახელმწიფო უწყებები ქვეყნის წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებში, Alibaba-სა და Tencent-ში ე.წ. „ოქროს წილებს“ მიიღებენ, რითაც კომუნისტური მთავრობა ქვეყნის მთავარ კომპანიებზე საკუთარ გავლენას კიდევ უფრო გაზრდის, - ამის შესახებ Bloomberg-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, საწესდებო კაპიტალის განახლებული სტრუქტურით, ჩინეთის ხელისუფლება დირექტორების დანიშვნას და კომპანიების ძირითადი ვექტორების განსაზღვრას შეძლებს, რაც სი ძინპინის მთავრობას ინდუსტრიაზე გრძელვადიანი კონტროლის დამყარების საშუალებას მისცემს. 

კომპანიების წილების შესყიდვა ჩინეთის სახელმწიფო უწყებებმა უკვე დაიწყეს. მიმდინარე წლის იანვრის დასაწყისში, ჩინეთის კიბერსივრცის ადმინისტრაციამ Alibaba-ს შვილობილი მედიაკომპანიის 1%-იანი წილი შეიძინა, რომელშიც სტრიმინგ-პლატფორმა Youku და მობილური ბრაუზერი, UC Web-ი შედის - წილის გადმოფორმების დღესვე, კომპანიის მენეჯმენტში ახალი წევრი გაჩნდა, ცხადია, ჩინეთის კიბერსივრცის ადმინისტრაციიდან. 

არსებობს იმის მოლოდინიც, რომ საწესდებო კაპიტალის მსგავსი ცვლილება, რომელსაც უკვე დიდი ხანია TikTok-ის მფლობელ ByteDance-სა და Weibo-ში ვხვდებით, ჩინეთის უდიდეს ტექნოლოგიურ კომპანიაში, Tencent-შიც მოხდება. 

ცალსახად საინტერესოდ დაიწყო წელი და მიუხედავად იმისა რომ კვარტლური ანგარიშებით დახუნძლული კვირეულები ჯერ შორს არის პროცესები რომ კიდევ ბევრ თავგადასავალზე მოყოლის შესაძლებლობას მოგვცემს ეს ცალსახაა.

სტუმარი: ნიკა მაზანაშვილი - Galt&Taggart-ის საბროკერო დეპარტამენტის უფროსი ანალიტიკოსი;