Home
Category
TV Live Menu
Loading data...

Galt&Taggart: გლობალური ბაზრების ყოველკვირეული მიმოხილვით რატი მესხიშვილი

BM.GE
08.11.22 11:19
126
დატვირთული კვირა იყო ამერიკული საფონდო ბირჟებისთვის ერთი მხრივ უმუშევრობის დონის მატებამ და მოლოდინმა, რომ ფედი განაკვეთს აღარ გაამკაცრებს ინვესტორებში პოზიტივი გააჩინა და მეორე მხრივ საინტერესო შედეგები იყო უხვად მსხვილი კომპანიების მესამე კვარტლის შედეგების გამოქვეყნებისას. 

მათ შორის მსოფლიოს ერთ-ერთმა უდიდესმა ფარმაკოლოგიურმა კომპანიამ, ამერიკულმა Pfizer-მა 2022 წლის მესამე კვარტლის ფინანსური ანგარიშგება გამოაქვეყნა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ კომპანიის გლობალურმა შემოსავალმა $22.6 მილიარდი შეადგინა, რაც, წლიდან წლამდე, 6%-იან კლებას წარმოადგენს. 

Pfizer-ის შემოსავლის კლება პირდაპირ უკავშირდება მსოფლიოში პანდემიური შეზღუდვების შემსუბუქებას, რადგან ბოლო წლებში, ამერიკული ფარმაკოლოგიური გიგანტის შემოსავლის დიდი ნაწილი, სწორედ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაზე მოდიოდა. ამ პროდუქტით, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში, Pfizer-მა $4.4 მილიარდი დააგენერირა, რაც წლიდან წლამდე, 66%-იანი კლებაა.

სტუმარი: რატი მესხიშვილი - Galt & Taggart-ის უფროსი ასოცირებული ბროკერი;