Home
Category
TV Live Menu
Loading data...

Galt&Taggart: გლობალური ბაზრების ყოველკვირეული მიმოხილვით რატი მესხიშვილი

BM.GE
15.11.22 10:46
112
ევროკომისია ეკონომიკურ ზრდასა და ინფლაციურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით გაახლებულ პროგნოზს აქვეყნებს. კომისიის ვარაუდით, მიმდინარე წლის IV კვარტლიდან ევროკავშირის მასშტაბით რეცესია განვითარდება და ის რამდენიმე კვარტლის განმავლობაში გაგრძელდება, სავარაუდოდ, მომავალი წლის ბოლომდე. 

ამასობაში გასული კვირა მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიისთვის უაღრესად წარმატებული აღმოჩნდა, კერძოდ, Apple-ის აქციების ღირებულება 9.1%-ით გაიზარდა, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ კი თითქმის 200 მილიარდი დოლარით მოიმატა. ამჟამად ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის საბაზრო ღირებულება 2 ტრილიონ 381 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც მას მსოფლიოს უმსხვილეს კომპანიად აქცევს, მასთან ყველაზე ახლოს $2-ტრილიონიანი კაპიტალიზაციით არაბული ენერგოგიგანტი Saudi Aramco-ა.

სტუმარი: რატი მესხიშვილი - Galt & Taggart-ის უფროსი ასოცირებული ბროკერი