Home
Category
TV Live Menu
Loading data...

Galt&Taggart: საქართველოს ეკონომიკის ყოველკვირეული მიმოხილვა

BM.GE
29.06.21 10:08
341
სავაჭრო ბალანსი ამ ჯერზეც თვითკმაყოფილების მიზეზი გახდა. ზრდის ტენდენტცია ექსპორტი მიმართულებით გრძელდება და თუ იანვარ-მაისის ჭრილში შევხედავთ რიცხვებს, საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 5 019.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 18.2 %-ით მეტია.

აქედან ექსპორტი 1 538.2 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო იმპორტი 3 481.3 მლნ. აშშ დოლარს. საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2021 წლის იანვარ-მაისში, 1 943.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 38.7 %-ია.

იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 71.6% შეადგინა. დიდად არც იმ ქვეყანათა ჩამონათვალი შეცვლილა, რომლების საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორები არიან.

სტუმარი: ევა ბოჭორიშვილი - “Galt&Taggart”, კვლევების დეპარტამენტის უფროსი;