05.Oct .2021 11:37

Galt&Taggart: საქართველოს ეკონომიკის ყოველკვირეული მიმოხილვა

214
Back

2022 წლის ბიუჯეტის პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, მთავრობა 2021 წელს მშპ-ს საპროგნოზო მაჩვენებელს არსებული 7,7%-დან 9,5%-მდე ზრდის, გაისად კი ეკონომიკის 6%-იან ზრდას პროგნოზირებს.

„ამ ეტაპისთვის არსებული პროგნოზების მიხედვით, 2022 წლისათვის მოსალოდნელია მშპ-ის რეალური ზრდა 6.0%-ის ფარგლებში, ხოლო მომდევნო წლებშიც საშუალოდ 5.5%-ის ფარგლებში.

მშპ-ის დეფლატორის პროგნოზი 2022 წელს პროგნოზირებულია 4,5%-ის ფარგლებში, ხოლო შემდგომ წლებში 3%-ის ფარგლებში. მაკროეკონომიკური მაჩვენებლებიდან გამომდინარე 2022 წლის ნომინალური მშპ-ს მოცულობა 64.7 მლრდ ლარს შეადგენს, ხოლო 2025 წლისთვის პროგნოზირებულია მისი გაზრდა 82,6 მლრდ ლარამდე“, - აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

უკვე არსებული შედეგებიდან აგვისტორში 2 ნიშნა ეკონომიკური ზრდა გვქონდა. წლიურად აგვისტოში ზრდა 10.3% იყო ხოლო 2019 წლის აგვისტოს თუ შევადარებთ რეალური მშპ 4.5%-ით არის გაზრდილი.

სტუმარი: ევა ბოჭორიშვილი - Galt & Taggart, კვლევების დეპარტამენტის უფროსი