Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ცხოვრება ინტერნეტის გარეშე

5a113a21a0481
BM.GE
19.11.17 12:00
969
მსოფლიოს 23 ქვეყნის 2/3-ს ინტერნეტის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია, - Ipsos-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ინტერნეტის გარეშე ცხოვრებას მოსახლეობის ყველაზე დიდი წილის ინდოეთში ვერ წარმოიდგენს. ინდოეთში გამოკითხული მოსახლეობის 82% ამბობს, რომ ინტერნეტი მათი ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი უმნიშვნელოვანესი ნაწილია.

ინდოეთი მსოფლიოში ინტერნეტ მომხმარებლების რაოდენობით მეორე ადგილზეა, თუმცა ქვეყანაში ინტერნეტზე წვდომა კვლავ მხოლოდ მოსახლეობის 26%-ს აქვს.

გაერთიანებულ სამეფოში ინტერნეტის გარეშე ცხოვრება მოსახლეობის 78%-ს ვერ წარმოუდგენია, ხოლო ჩინეთის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 77%-ია.

შემდეგ მოდიან გერმანია და ამერიკის შეერთებული შტატები 73-73%-ით.

რუსეთში გამოკითხული რესპოდენტების 66% ამბობს, რომ ინტერნეტის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ, ხოლო ესპანეთში კი 64%.

ჩინეთს მსოფლიოში ყველაზე მეტი ინტერნეტ მომხმარებელი ჰყავს და მიმდინარე წელს მათმა რაოდენობამ 700 მილიონს გადააჭარბა.

გაერთიანებულ სამეფოში ზრდასრული მოსახლეობა კვირაში საშუალოდ 25 საათს ატარებს ინტერნეტთან, 2005 წელს კი ეს დრო კვირაში მხოლოდ 9 საათი იყო. 16-24 წლის ადამიანებში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია და კვირაში 29 საათს შეადგენს.