Home
Category
TV Live Menu
Loading data...

გურიაში გზების რეაბილიტაციის მონიტორინგს საერთაშორისო კომპანია განახორციელებს

5a6ebfb41661c
მარი როჭიკაშვილი
29.01.18 10:29
964
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, გურიის რეგიონში გზების რეაბილიტაციისა და მოვლა-შენახვის შესრულებაზე ზედამხედველობას საერთაშორისო კომპანია TNM Limited-ი განახორციელებს. საერთაშორისო კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდა. რომლის ღირებულება 4 277 561 დოლარს და 6 561 161 ლარს შეადგენს.

საკონსულტაციო მომსახურების ხანგრძლივობაა 3 წელი და 10 თვეა, როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, პირველი 10 თვე დაეთმობა ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების, დეტალური პროექტის, გარემოსდაცვითი და სოციალური მართვის დოკუმენტების და სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებას.

"ამის შემდეგ საავტომობილო გზების დეპარტამენტი განახორციელებს სატენდერო პროცედურებს სამუშაოების კონტრაქტის შესასყიდად და კონტრაქტორის შესარჩევად, რასაც დაახლოებით კიდევ 3 თვე დაჭირდება, რის შემდეგაც კონსულტანტი კომპანია 3 წლიან მონიტორინგს/ზედამხედველობის სამუშაოებზე დაიწყებს”, -განაცხადეს დეპარტამენტში.

დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ეს მეორე პილოტური პროექტია და გურიის რეგიონში 241 კმ-ს მოიცავს. მსგავსი კონტრაქტი განხორციელდა 117კმ გზის მონაკვეთზე კახეთის რეგიონში.