Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

გამოწვევები ცვლილებების ქალაქში - წალენჯიხა

BM.GE
05.12.21 22:08
445
ბი ემ ჯის გადამღები ჯგუფი გასულ კვირაში სამეგრელოში ჩავიდა. მიზეზის ამოცნობა რთული არ არის, რადგან ბოლო ერთი თვეა ყველას ყურადღება სწორედ ამ რეგიონისკენ არის მიმართული. წალენჯიხა ერთადერთი თვითმართველი ქალაქია საქართველოში, სადაც მერის არჩევნები ოპოზიციის წარმომადგენლმა მოიგო. არჩევნების შედეგების შემდეგ წალენჯიხით მალევე დაინტერესდა ბიზნესიც. ინტერესი ერთია, მაგრამ საქმე მეორე. ფორბსის კვირამ ცვლილებების ქალაქ წალენჯიხაში ადგილობრივების საჭიროებებიც გამოიკითხა, ახლად არჩეული მერის გეგმებიც მოისმინა და ბიზნეს მედიისათვის მაინც ყველაზე საინტერესო პირველი ინვესტიციის ამბავია. ხოდა, ანუკა ჯოხაძე და ნინი ლონგურაშვილი წალენჯიხის პირველ ინვესტორს გაგვაცნობენ.