Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"თბილისის ზღვის ტერიტორიის განვითარებას საშუალოვადიან პერიოდში განვიხილავთ"

5a82e89fed365
ელენე გოგბერაშვილი
13.02.18 17:28
836
"თბილისის ზღვის ტერიტორიის განვითარებას საშუალოვადიან პერიოდში განვიხილავთ "-ამის შესახებ თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის უფროსი BM.GE-თან აცხადებს. ანდრია ბასილაიას თქმით, ძალიან დიდი დაინტერესებაა ამ არეალთან დაკავშირებით, თუმცა დეტალებზე ამ ეტაპზე არ საუბრობენ.
"წყალსაცავია და იქ გარკვეული ღონისძიებებია ჩასატარებელი", - აცხადებს ანდრია ბასილაია.

თბილისის ზღვის განვითარებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ თბილისის მერი, კახა კალაძე BM.GE-სთან აცხადებს, რომ ადგილი საინტერესოა, თუმცა პროექტი თანხვედრაში უნდა მოვიდეს თბილისის განვითარების გენერალურ გეგმასთან.

თბილისის ზღვის ტერიტორიის განვითარების კონცეპტუალური განვითარების გეგმა საკონსულტაციო კომპანიამ PwC მოამზადა, რომელიც თბილისის ზღვის ტერიტორიის რეკრეაციული, სპორტულ-გამაჯანსაღებელი, დასასვენებელი ზონებით და კომერციული ფუნქციებით დატვირთვას გულისხმობს.

თბილისის წყალსაცავის "მომავლის პროექტის" განვითარების კონცეპტუალური გეგმის შემუშავებაში დედაქალაქის წინა მთავრობამ მსოფლიოში ცნობილ საკონსულტაციო კომპანიას 207,680 დოლარი გადაუხადა.