Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"გასულ წელს საბანკო სექტორი დაახლოებით 15%-ით გაიზარდა"

5a6b35143922f
BM.GE
26.01.18 18:17
832
"გასულ წელს საბანკო სექტორი დაახლოებით 15%-ით გაიზარდა",- ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტმა მურთაზ კიკორიამ „საქმის კურსის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

კიკორიას თქმით, ბანკების უკუგება კაპიტალზე 18-20%-ის ფარგლებშია, რაც „ცოტა მაღალია“, მაგრამ ამას გარკვეული ფაქტორები განაპირობებს. ასე უპასუხა მურთაზ კიკორიამ ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ბანკების მოგება სხვა სექტორებთან შედარებით მაღალია.

"გასულ წელს საბანკო სექტორი დაახლოებით 15%-ით გაიზარდა. ეკონომიკის ზრდასა და მშპ-სთან სესხების და სხვა მონაცემების ფარდობებს რომ შევადაროთ, აბსოლუტურად ლოგიკურად და რისკების შექმნის გარეშე იზრდება. მოგების ნორმას რაც შეხება, დაახლოებით 18-20%-ის ფარგლებშია კაპიტალზე უკუგება, რაც ჩვენი ქვეყნისა და რეგიონისთვის ნორმალურია. ცოტა მაღალია, მაგრამ ამას რაღაც ფაქტორები განაპირობებს. ეს ძირითადად ორ დიდ ბანკზე მოდის. ჩვენ მათ გასულ წელს კაპიტალის ახალი სისტემური ბუფერი დავუწესეთ. თავად საკრედიტო სტანდარტებშიც მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა. იმდენად გამჭვირვალეა საბანკო სექტორი, რომ ხშირად სხვა სექტორებზე მონაცემებს არ ვუყურებთ ხოლმე. მაგალითად, 2010 წელს მთელი ქართული კორპორაციების მიერ გამომუშავებული მოგება რომ ავიღოთ და საბანკო სექტორის მოგებას შევადაროთ, დავინახავთ, რომ 10-11%-ია. მნიშვნელოვანია სხვა სექტორების განვითარებასაც ვადევნოთ თვალი",- განაცხადა მურთაზ კიკორიამ.